დღის ახალი ამბები

ხელჩართული ჩხუბი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის - გეგეშიძე და იანტბელიძე ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან

ხელჩართული ჩხუბი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის - გეგეშიძე და იანტბელიძე ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან


8-05-2025, 14:07

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის წინააღმდეგ მოწყობილ ანგარიშსწორებაში ამხელენ - "პირველებმა" გასულ წელს ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ვიდეო-კადრები მოიპოვა.

  • კადრებში ჩანს, რომ გიორგი იანტბელიძეს თავს ჯგუფურად ესხმიან, მუშტებს ურტყამენ და კიბიდან აგორებენ. 

მას შემდეგ, რაც იანტბელიძეს "პირველების" კორესპოდენტი დაუკავშირდა, მან კადრების ავთენტურობა არ უარყო და თქვა, რომ "რაც მოხდა ყველაფერი კადრში ჩანს", თუმცა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს, იანტბელიძის თქმით, მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი "დიდი ხანია, რაც არ უნახავს". 

არ ვიცი რატომ დამიპირისპირდნენ, ვერაფერს გეტყვით. რაც არის კადრებში ის არის. ალბათ, გაირკვევა ყველაფერი... მე გეგეშიძე დიდი ხანია არ მინახავს ", - თქვა იანტბელიძემ. 

რამდენიმე თვის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, გოჩა ჩორგოლიანი "პირველებს" მეტ დეტალს უყვება. 

ეს უკანასკნელი ამბობს რომ მომხდარი პროფესიულ ეჭვიანობას უკავშირდება.

ეგენი ერთი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ ყოველთვის. ბოლო რამდენიმე წელია ვერ დალაგდნენ. იანტბელიძე არის "ოცნების" გუნდის წარმომადგეენლი. მაგას უფრო მეტი მფარაველი ჰყავს შესაძლოა, ვიდრე გეგეშიძე. მე როგორც ვიცი, ამ ორს შორის "ოცნება" არჩევანს იანტბელიძეზე აკეთებდა, კონკურენტი დაინახა და ... შედეგი რომ ჰქონდა დააწინაურა, ვიცე პრეზიდენტად და სინამდვილეში ჩამოაშორა გუნდს. უხელფასო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დასვეს, სინამდვილეში ხელფასი ჩამოერთვა იანტბელიძე. მოსწავლეებთან საშუალება არარ მისცეს მუშაობას, სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოაშორეს ევროპის 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელი და საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი. დანარჩენი რაც ვიდეოზე დამართეს, იქ გეგეშიძე ურტყამს, სხვა ვინმე ურტყამს, მე არვიცი. მივიდა, მე როგორც ვიცი იანტბელიძესგან, ვიცე-პრეზიდენტის რანგში და დასცინეს იქიდან, შენ მართლა ვიცე-პრეზიდნეტი გგონია თავიო", - ამბობს გოჩა ჩორგოლიანი.

უკავშირდება თუ არა დაპირისპირება პროფესიულ ეჭვიანობას, ამის შესახებ "პირველებმა" გეგა გეგეშიძეს ჰკითხა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოხდარ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ თუ იანტბელიძის ცემა უნდოდა, მას პირადად სცემდა  და არავის მიუგზავნიდა.

გეგეშიძის მიერ მოწოდებული ინფრომაცია ასევე არ ემთხვევა იანტბელიძის მიერ "პირველებისთვის" ნათქვამს - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ იანტბელიძესთან კომუნიკაცია აქვს და ნახულობს, თუმცა იანტბელიძემ თქვა, რომ ის დიდი ხანია არ უნახავს. 

რა მიგზავნა? მისი ცემა რომ მდომოდა, რა მე ვერ ვცდემდი? უთანხმოება რატომ მაქვს? მეჯვარეები ვართ, ბავშვის ნათლია ვარ. უარვყოფ რა თქმა უნდა, ამ რომ ამ თავდასხმის უკან ვდგავარ. ნათლიმირონი და მეგობარია. ერთი კვირის წინ მქონდა ბოლოს კომუნიკაცია", - ამბობს გეგეშიძე. 

ცნობისთვის გიორგი იანტბელიძე კორცხელის ინციდენტის მონაწილეა, ის ასევე ბოლოს მამუკა მდინარაძესთან ერთად ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე გამოჩნდა. 

"პირველების" ინფორმაციით მომხდარ ფიზიკურ ანგარისშოწრებაზე გამოძიება დაწყებული არ არის. იანტბელიძეს საჩივრით არ მიუმართავს შსს-თვის. 


წყარო: tvpirveli.ge





გაზიარება
მოინახულეს 2 897-ჯერ
კომენტარები
რეკლამა