ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა და კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ბუქარესტის „მეტალოგლობუსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კრაიოველების ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. მან საბოლოოდ 8,3 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ჩემპიონატის ლიდერი „უნივერსიტატეა“ პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა. შესვენების მერე, მექვაბიშვილის შესრულებული კუთხურის შემდეგ, ადრიან რუსმა 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, საბოლოოდ კი ომარ პასაგიჩის ავტოგოლით კრაიოველებმა გაიმარჯვეს.
რეგულარული სეზონის დაასრულებამდე ერთი ტურით ადრე „უნივერსიტატეა“ 59 ქულით გათამაშების ლიდერია და კონკურენტ ბუქარესტულ გუნდებს, „რაპიდს“ და „დინამოს“ 7-7 ქულით ასწრებს. მექვაბიშვილმა კი მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
წყარო: 1tv.ge-sport
