„დინამო თბილისმა“ ორი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა – ქართველი და პორტუგალიელი.
გუნდში გიორგი ზარია დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta Georgia ავრცელებს. 28 წლის ნახევარმცველმა კარიერა „სასკოში“ დაიწყო, შემდეგი ექვსი სეზონი კი „დინამო თბილისში“ გაატარა.
2023 წელს ის ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და ალმატის „კაირათში“ გადავიდა, სადაც წლის საუკეთესო ნახევარმცველად და სეზონის საუკეთესო ახალბედად დასახელდა. ყაზახურ გუნდში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, თუმცა 2025 წლის ბოლოს გუნდი დატოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ აქვს ნათამაშები.
რაც შეეხება როდრიგო რამოსს, 22 წლის პორტუგალიელი „ბენფიკას“ აღზრდილია და პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. კარიერის განმავლობაში თამაშობდა „ბელენენსეშში“, „ეშტორილსა“ და „ტონდელაში“. 2025 წლის აგვისტოში კი სომხურ „არარატ-არმენიაში“ ჩაირიცხა.
წყარო: 1tv.ge-sport
