დღის ახალი ამბები

ასისტი და 2 გოლი: "კვარას" შოუ "პარკ დე პრენსზე“ - რა თქვეს კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ გიჟური მატჩის შემდეგ?

ასისტი და 2 გოლი: "კვარას" შოუ "პარკ დე პრენსზე“ - რა თქვეს კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ გიჟური მატჩის შემდეგ?



ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ველ მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩში პსჟ-მ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "ჩელ­სი“ 5:2 და­ა­მარ­ცხა. შინ "მო­ნა­კოს­თან“ 1:3 და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პა­რი­ზუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ლუის ენ­რი­კემ შე­მად­გენ­ლო­ბა შეც­ვა­ლა და კვა­რა­ცხე­ლია სას­ტარ­ტო­ში არ და­ა­ყე­ნა. მას­პინ­ძლებ­მა თა­მა­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და ბარ­კო­ლამ და­ა­წი­ნა­უ­რა. მერე ბრედ­ლის დუბ­ლის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მე­კა­რე იორ­გენ­სენ­მა არ მის­ცა.


აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პა­რი­ზელ­თა შე­ტე­ვე­ბი მი­ნავ­ლდა, სტუმ­რე­ბი იე­რი­შებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და გი­უს­ტომ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. თუმ­ცა, სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვი­სას დემ­ბე­ლემ ფო­ფა­ნა ჩა­მო­ი­ცი­ლა და ბურთს ლონ­დო­ნელ­თა კარ­ში მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი. 57-ე წუთ­ზე ფერ­ნან­დეს­მა თა­ნა­ფარ­დო­ბა აღად­გი­ნა, მალე ლუის ენ­რი­კემ თა­მა­შის გა­სამ­წვა­ვებ­ლად დუე ხვი­ჩა­თი შეც­ვა­ლა და მისი პა­სით ვი­ტი­ნი­ამ გა­ი­ტა­ნა. ქარ­თველს თა­ვად შე­ეძ­ლო გა­ტა­ნა, მაგ­რამ სა­გო­ლე პასი პორ­ტუ­გა­ლი­ელს მის­ცა. და ამ დროს "კვა­რა­ზე“ ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, ეგო­ის­ტუ­რად მოქ­მე­დებ­სო. ამა­საც არ დას­ჯერ­და კვა­რა­ცხე­ლია და იორ­გენ­სენს შო­რი­დან თქვე­ნი მო­წო­ნე­ბუ­ლი ბურ­თი შე­უგ­დო, კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში დუბ­ლიც შე­ას­რუ­ლა და პსჟ-ს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­პო­ვა.


  • რა თქვა ხვი­ჩამ მატ­ჩის შემ­დეგ?


ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე "ჩელ­სის­თან“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე მო­გე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის (5:2) შემ­დეგ, კლუ­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან კო­მენ­ტა­რი დუბ­ლის და სა­გო­ლე გა­და­ცე­მის ავ­ტორ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ა­კე­თა:


"ეს ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­ში იყო. სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რის წინ სამ­გო­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა გვაქვს. ლონ­დონ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით, ვი­ცით, იქ ად­ვი­ლი შეხ­ვედ­რა არ გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და მზად­ყოფ­ნა გვჭირ­დე­ბა. თუნ­დაც, რო­დე­საც 3:2-ს ან 4:2-ს ვი­გებთ, ყო­ველ­თვის მეტი გო­ლის გა­ტა­ნას ვცდი­ლობთ.


ვფიქ­რობ, გა­ვი­მარ­ჯვეთ, რად­გან ეს ძა­ლი­ან გვინ­დო­და და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლეთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დი­დე­ბუ­ლად ვი­ას­პა­რე­ზეთ. სა­სი­ა­მოვ­ნოა ასე­თი ჩი­ნე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გო­ლე­ბის გა­ტა­ნა. ასე რომ, მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ცოტა რთუ­ლია, როცა შეც­ვლა­ზე სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მი­დან შე­დი­ხარ, თუმ­ცა უბ­რა­ლოდ ჩემი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას ვცდი­ლობ და ვფიქ­რობ, დღეს ამო­ცა­ნას თავი ჩი­ნე­ბუ­ლად გა­ვარ­თვი. დიდი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი და ამი­ტომ მომ­დევ­ნო მატჩზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი“.

  • რა თქვა ლუის ერ­ნი­კემ?

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პა­რი­ზუ­ლი გუნ­დის მწვრთნელს, ლუის ენ­რი­კეს ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ კი­თხვა და­უს­ვეს.


- კვა­რა­ცხე­ლია სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. ხვი­ჩას თა­მა­შის გამო ხომ არ ინა­ნეთ, რომ სას­ტარ­ტო­ში არ და­ა­ყე­ნეთ?

- არა. ის, რა­საც ჩვენ ვე­ძებთ - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ახ­ლა­ვე ისევ რომ მოგ­ვი­წი­ოს შეხ­ვედ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა, იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი.

მან აგ­რეთ­ვე თქვა, ლონ­დონ­ში გა­უ­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ იქაც გა­მარ­ჯვე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან.

პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის სა­იტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ნა­ხა­ობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში "კვა­რას“ შოუმ გა­მარ­ჯვე­ბა მას­პინ­ძლებს მო­უ­პო­ვა.

სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა 17 მარტს "სტემ­ფორდ ბრიჯ­ზე“ ჩა­ტარ­დე­ბა.

კვა­რა­ცხე­ლი­ას ან­გა­რიშ­ზე ამ სე­ზონ­ში ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე 35 მატჩში 11 გოლი და 7.


წყარო: ambebi.ge 





  • გაზიარება
    მოინახულეს 856-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. გოლების წვიმა, 2 წითელი ბარათი, "კვარას" გოლი და ასისტი - პსჟ-"ლევერკუზენის" მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ
    2. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას უფ­რო­სი ძმა ნიკა კვა­რა­ცხე­ლია მიმართვას ავრცელებს
    3. "მცველებს აჰიპნოზებს, მისი ყურება არ მბეზრდება" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ატელეტიკოსთან" მატჩში და რას წერენ გულშემატკივრები?
    4. "კვარა" უნივერსალურია... მისი შეძენა მას შემდეგ მინდოდა, რაც აქ მოვედი" - რა თქვეს ლუის ენრიკემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამარჯვების შემდეგ
    5. ქაოსი კარიერის პიკზე: ილია თოფურიას მეუღლის სარჩელი განქორწინებაზე, ვახშამი ევა ლონგორიასთან და ჩემპიონის ქონების გაურკვეველი ბედი - რას წერს მედია
    რეკლამა