დღის ახალი ამბები

ქაოსი კარიერის პიკზე: ილია თოფურიას მეუღლის სარჩელი განქორწინებაზე, ვახშამი ევა ლონგორიასთან და ჩემპიონის ქონების გაურკვეველი ბედი - რას წერს მედია

ქაოსი კარიერის პიკზე: ილია თოფურიას მეუღლის სარჩელი განქორწინებაზე, ვახშამი ევა ლონგორიასთან და ჩემპიონის ქონების გაურკვეველი ბედი - რას წერს მედია



UFC-ის მსუ­ბუ­ქი წო­ნის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის, ილია თო­ფუ­რი­ას, ცხოვ­რე­ბა­ში დრა­მა­ტუ­ლი პე­რი­ო­დი დგე­ბა. სპორ­ტულ წარ­მა­ტე­ბას პი­რა­დი კრი­ზი­სი მოჰ­ყვა - მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მე­უღ­ლე ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გი ბა­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ითხოვს გან­ქორ­წი­ნე­ბას და ჩემ­პი­ო­ნის ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს.


ოფი­ცი­ა­ლუ­რი სარ­ჩე­ლი და ქო­ნებ­რი­ვი დავა

და­სავ­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი მე­დი­ის (Sportscasting) ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილია თო­ფუ­რი­ას მე­უღ­ლემ, ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გი ბა­დელ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტსმენს გვერ­დით ედგა, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ჩე­ნილ ეჭ­ვებს: მათ ერ­თმა­ნე­თის გა­მო­წე­რა შე­წყვი­ტეს და ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი წა­შა­ლეს.


თუმ­ცა, რო­გორც Sportscasting წერს, გან­შო­რე­ბას თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს, მა­შინ რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბი­საა.
წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 7-8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და, თუმ­ცა მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­სულ წელს შედ­გა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წელს გაგ­რძელ­და.
წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს ასე­ვე მო­უ­წევთ ერ­თობ­ლი­ვი შვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა.

დუ­მი­ლი მად­რი­დულ წვე­უ­ლე­ბა­ზე

ეს­პა­ნუ­რი მე­დიაწერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, ილია თო­ფუ­რია მად­რიდ­ში სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­შია ჩარ­თუ­ლი.
მებ­რძო­ლი ვახ­შამ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ცნო­ბილ სე­ლებ­რი­თებ­თან ერ­თად, რო­გო­რე­ბიც არი­ან ევა ლონ­გო­რია, ვიკი მარ­ტინ ბე­რო­კა­ლი და მარ სა­უ­რა.

თუმ­ცა, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მას პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ჯორ­ჯი­ნას­თან გან­შო­რე­ბა­ზე ჰკი­თხეს, თო­ფუ­რი­ამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა კო­მენ­ტარ­ზე. მან გა­ჩუ­მე­ბის ჟეს­ტით მი­ა­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბას კა­მე­რე­ბის­გან და პრე­სის­გან იცავ­და.

ბრძო­ლა ორ ფრონტზე: UFC-ის ტი­ტუ­ლის დაც­ვა

გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი ემ­თხვე­ვა ილია თო­ფუ­რი­ას კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენტს: მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის პირ­ველ დაც­ვას.
არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ფუ­რია UFC-ის ახა­ლი წლის პირ­ველ დიდ შოუს, UFC 324-ს გა­მარ­თავს და ჩემ­პი­ო­ნის სა­ვა­რა­უ­დო მე­ტო­ქე პედი პიმბლე­ტი იქ­ნე­ბა.
ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ეს ნიშ­ნავს, რომ მას მო­უ­წევს ერ­თდრო­უ­ლად გა­უმკლავ­დეს რთულ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს და მო­ემ­ზა­დოს კა­რი­ე­რა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ტი­ტუ­ლის და­სა­ცა­ვად - წერს მე­დია.

წყარო: ​ambebi.ge​​​





  • გაზიარება
    მოინახულეს 236-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ილია თოფურიას და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა - რა უთხრა "წყვილის ახლობელმა წყარომ" ესპანურ მედიას
    2. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    3. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    4. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    5. "შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით, თითქმის არსად აღარ დავდივარ, შვილი ბაღში ჩუმად დამყავს" - რას წერს 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი
    რეკლამა