დღის ახალი ამბები

“ვინ არის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი?” – რა უპასუხა პსჟ-ს პრეზიდენტმა ამ შეკითხვას ?

“ვინ არის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი?” – რა უპასუხა პსჟ-ს პრეზიდენტმა ამ შეკითხვას ?


Yesterday, 08:15

ნასერ ალ-ხელაიფი „პარი სენ-ჟერმენში“ მოსვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობდა და საამისოდ ისეთი ვარსკვლავების შესაძენად, როგორებიც ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპეა, ფინანსები არ დაუშურებია. თუმცა, კატარელ მილიარდერს ეს ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა შეუსრულეს და ისინი ამის გაკეთებასთან წელსაც ძალიან ახლოს არიან. ბუნებრივია, ორი მატჩის ჯამში „ბაიერნის“ ძლევის შემდეგ პსჟ-ის პრეზიდენტი უზომოდ ბედნიერი იყო.


ეს ნამდვილი საოცრებაა – მეორე ფინალი და ამჯერადაც გამარჯვება გვსურს. „პარი სენ-ჟერმენს“ ფეხბურთელები კი არა ნამდვილი მეომრები ჰყავს. „ბაიერნი“ დიდი კლუბია ძლიერი ფეხბურთელებით და მათ წინააღმდეგ საოცარი მატჩები ჩავატარეთ. გასულ წელს სწორედ აქ, მიუნხენში დავწერეთ ისტორია და გვსურს ეს ისტორია კიდევ უფრო გავამდიდროთ.


ვინ არის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი? არავინ, მთლიანად გუნდი, რომელსაც ყველა შეხვედრაში ბრძოლა სურს. აი ეს არის ფეხბურთი და ეს არის „პარი სენ-ჟერმენი“. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი და პლანეტაზე გამორჩეული გულშემატკივრები გვყავს“.


წყარო





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 621-ჯერ
    რეკლამა