დღის ახალი ამბები

"ჩემპიონი ტატამზე, ჩემპიონი ოჯახში" - ბექა ღვინიაშვილის 4 შვილი, უმშვენიერესი მეუღლე და ბედნიერი ოჯახი

"ჩემპიონი ტატამზე, ჩემპიონი ოჯახში" - ბექა ღვინიაშვილის 4 შვილი, უმშვენიერესი მეუღლე და ბედნიერი ოჯახი



მალე ქართველ ძიუდოისტს, ბექა ღვინიაშვილს MMA სამყაროში ვიხილავთ. ის 3 ოქტომბერს BRAVE-ისა და GFC-ს ერთობლივ ღონისძიებაზე იბრძოლებს. 


ბექას წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, ჰყავს დიდი ოჯახი. მისი მეუღლე ნინო გველესიანია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.


ნინი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, მას 37 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ნინი ცნობილი ინფლუენსერის, მარიამ გველესიანის დაა.



ბექა ღვინიაშვილის ოჯახი 


ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ. 


ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან  ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ. 


ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ. 


წყარო: marao.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 547-ჯერ
    რეკლამა