დღის ახალი ამბები

მოაგვარეთ მამარდაშვილის პრობლემა -   რას ერჩის ქართველ მეკარეს ბრიტანული მედია ?

მოაგვარეთ მამარდაშვილის პრობლემა -   რას ერჩის ქართველ მეკარეს ბრიტანული მედია ?


Yesterday, 05:56

უხეირო სეზონს ატარებს „ლივერპული“ – მცველები მეტოქის შემტევებთან ბითურდებიან, ნახევარმცველები ბურთს ვერ იჭერენ, თავდამსხმელები გოლს ვერ იტანენ და ამ დროს ჟურნალისტები ლამის ყოველთვის მთავარ დამნაშავედ მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიიჩნევენ.


რა თქმა უნდა, ის საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად საოცარ წნეხში ამყოფებენ, რაღაც უცნაურად ამოიჩემეს და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, თავის ჩვეულ დონეზე მისთვის თამაში ძალიან ძნელია.


Rousing The Kop-ში ჯეიმს ბრუკმა ქართველის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „ლივერპულს“, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ.



“პარასკევს საღამოს, როდესაც „ვილა პარკზე“ „ლივერპულის“ პრობლემები გამოაშკარავდა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ კითხვების რაოდენობამ არნახულ ნიშნულს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველს ამ სეზონში ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია, ვინაიდან ალისონი პირველ ნომრად „ნახევარ განაკვეთზე“ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი დროდადრო ურიგოდ არ წარმოაჩენს თავს, ვერ შეძლო დაერწმუნებინა „ლივერპული“, რომ 2026/27 წლების სეზონში ალისონის მუდმივად შეცვლის შესაძლებლობით კმაყოფილი იქნებოდა. ბირმინგემელებთან მატჩი ამის კიდევ ერთი დადასტურება გახლდათ. პირველივე წუთებიდან 25 წლის კარის დარაჯი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, შეიძლება ოთხი გოლის გაშვებისას არ გაუმართლა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მინიმუმ სამ ეპიზოდში უკეთ მოქმედება მართებდა. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, საკმარისი საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ თუ ალისონი წავა, მამარდაშვილი ვერ გახდება ის მეკარე, რომელიც მის შეცვლას მოახერხებს.


განაგრძეთ კითხვა





  • გაზიარება
    მოინახულეს 979-ჯერ
    რეკლამა