დღის ახალი ამბები

"რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვა უნდა მოიხსნას" - "ფიფას" პრეზიდენტი

"რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვა უნდა მოიხსნას" - "ფიფას" პრეზიდენტი


Yesterday, 05:19

რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვა უნდა მო­იხ­სნას. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ფი­ფას“ პრე­ზი­დენ­ტმა, ჯანი ინ­ფან­ტი­ნომ Sky News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

  • ჯანი ინ­ფან­ტი­ნოს გან­ცხა­დე­ბით, ის "აკ­რძალ­ვე­ბი­სა და ბო­ი­კო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, რად­გან ისი­ნი მხო­ლოდ მეტ სი­ძულ­ვილს იწ­ვევს“.

"რა თქმა უნდა, ეს უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. ამ აკ­რძალ­ვამ არა­ფე­რი მო­ი­ტა­ნა. ამან მხო­ლოდ მეტი სი­ძულ­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია. რუსი ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თვის ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლოც გა­მოდ­გეს. ვფიქ­რობ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ, სულ მცი­რე, ახალ­გაზ­რდულ დო­ნე­ზე მა­ინც“, - აღ­ნიშ­ნა ინ­ფან­ტი­ნომ.

ინ­ფან­ტი­ნოს გან­ცხა­დე­ბას უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ან­დრეი სი­ბი­გა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.


"679 უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა და ბიჭი ფეხ­ბურ­თის თა­მაშს ვე­ღა­რას­დროს შეძ­ლებს - ისი­ნი რუ­სეთ­მა მოკ­ლა. მა­შინ რო­დე­საც მო­რა­ლუ­რად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკ­რძალ­ვის მოხ­სნას გვთა­ვა­ზო­ბენ, ის მკვლე­ლო­ბებს აგ­რძე­ლებს. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი ამას 1936 წლის ოლიმ­პი­ა­დის მსგავს სირ­ცხვი­ლად მო­ი­გო­ნე­ბენ“, - წერს სი­ბი­გა X-ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო მმარ­თველ­მა ორ­გა­ნომ, "ფი­ფამ“ და ევ­რო­პის მმარ­თველ­მა ორ­გა­ნომ "უე­ფამ“ რუ­სულ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებ­სა და ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბებს ყვე­ლა სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ აუკ­რძა­ლეს.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 94-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    რეკლამა