დღის ახალი ამბები

ფონსეკამ დიდი შეცდომა დაუშვა! - ფრანგული მედია "ლიონის" მწვრთნელს აკრიტიკებს და მიქაუტაძის თამაშით აღფრთოვანებულია

ფონსეკამ დიდი შეცდომა დაუშვა! - ფრანგული მედია "ლიონის" მწვრთნელს აკრიტიკებს და მიქაუტაძის თამაშით აღფრთოვანებულია


24-02-2025, 10:18

როგორც მოგეხსენებათ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "პსჟ-ს" უმასპინძლა.


შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა, "ლიონთა" რიგებში ძირითადში არ იყო გიორგი მიქაუტაძე, ქართველი ფორვარდი მოედანზე მეოთხმოცე წუთზე შემოვიდა როდესაც ანგარიში "პსჟ-ს" სასარგებლოდ 2-0 იყო, შემოსვლიდანვე 3 წუთში მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა , მატჩის დარჩენილ დროში კი ძალიან სახიფათო იყო, ბევრი მომენტი შექმნა და მისი წყალობით შეიძლება "ლიონს" შეხვედრა არ წააგო.


ფრანგული მედია დღეს "ლიონთა" მთავარ მწვრთნელს ფონსეკას ძალიან აკრიტიკებს, იმის გამო ,  რომ მიქაუტაძეს ბევრი სათამაშო დრო არ მისცა და მეტიც ძირითადში არ დააყენა.


"მიქაუტაძეს ჰქონდა ბრწყინვალე პერფორმანსი, მან გუნდის თამაში რადიკალურად სასიკეთოდ შემოატრიალა, ის მეტ სათამაშო დროს იმსახურებს" - ვკითხულობ ფრანგულ მედიაში.

ბოლო პერიოდში მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაშია , გოლი გოლზე გაქვს და საგოლე გადაცემებს აკეთებს , "ლიონი" მომდევნო შეხვედრას 2 მარტს "ბრესტის" წინააღმდეგ გამართავს, დიდია ალბათობა რომ ქართველი ძირითადში იყოს.





გაზიარება
მოინახულეს 1 267-ჯერ
კომენტარები
რეკლამა