დღის ახალი ამბები

სასიამოვნო ინფორმაცია ლუკა ლოჩოშვილზე

სასიამოვნო ინფორმაცია ლუკა ლოჩოშვილზე


22-03-2025, 11:25

გუშინ, სომხეთისა და საქართველოს მატჩის მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუჩა ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც, მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.


თავდაპირველად ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული ჩანდა, მაგრამ საბედნიეროდ ქართველი ფეხბურთელის დაზიანება არ აღმოჩნდა საგანგაშო.


"ლოჩოშვილს სომხეთთან მატჩში მინდვრის იძულებით დატოვება მოუწია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სიტუაცია საგანგაშო არაა. მას კოჭის მცირე ტრავმა აქამდეც აწუხებდა, თუმცა, ამას ხელი არ შეუძლია, რომ გასულ შაბათს ბარიში და ახლა, ეროვნულ გუნდში ეთამაშა. როგორც სჩანს, მან სწორედ არსებული ტრავმა გაიმიზეზა. იმისთვის, რომ მდგომარეობა არ გართულდეს, ლუკა მონაწილეობას არ მიიღებს სომხეთთან განმეორებით მატჩში და მზადებას სერია B-ს მომდევნო ტურისთვის დაიწყებს, როდესაც სალერნიტანა პალერმოს უმასპინძლებს"- აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.






გაზიარება
მოინახულეს 7 521-ჯერ
კომენტარები
რეკლამა