სომხურ ფეხბურთში დიდი დაპირისპირებაა და ქვეყნის ჩემპიონის, "პიუნიკის" ყოფილმა პრეზიდენტმა არტურ სოგომონიანმა ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების პლეი-ოფის მატჩების წინ გულშემატკივრებს მიმართა.
"პატივცემულ გულშემატკივრებს და ყველას, რომელთათვისაც სულერთი არ არის სომხური ფეხბურთის მომავალი. მინდა რესპუბლიკაში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოგმართოთ. სიტუაცია დიდი ხანია გასცდა პროფესიულ სპორტსა და საღ აზრს!
ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ფეხბურთი მუდმივი ჩხუბის არენად გადაქციეს და მზად არიან სავარძლების, უეფასა და ფიფას ფულადი შემოდინებების შესანრჩუნებლად ყველაფერზე წავიდნენ! არასასრურველი ინვესტორების განდევნის შემდეგ, ისინი ქომაგებს მიადგნენ.

ფიფას
მითითებით, სომეხ გულშემატკივართა ფან-მოძრაობის წევრებს აპატიმრებენ და სისხლის სამართლის საქმეებით მხოლოდ იმიტომ აშინებენ, რომ ისინი ითხოვენ ახსნას იმ დიდი რაოდენობის წარუმატებლობის მიზეზებზე, რაც სომხურ ფეხბურთში ბოლო წლებში მოხდა.
სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის წინა დღეს დაუდევარმა ოფიციალურმა პირებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი ბილეთის გამოყოფით, ვიდრე სომხური ფანებისთვის (FAF და Red Eagles), კიდევ ერთი ვერაგული ნაბიჯი გადადგეს. მათ მატჩისას სომეხი ქომაგების ხმის ჩახშობის იმედი აქვთ. მინდა მივმართო ყველას, ვინც 20 მარტს, 19:00 საათზე რესპუბლიკურ სტადიონზე მისვლას გეგმავს.
მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს უშიშარ გულშემატკივრებთან, გავხდეთ ერთი მთლიანი და მხარი დავუჭიროთ მათ სომხური ფეხბურთის სიწმინდისა და მომავლისთვის სამართლიან ბრძოლის აქციაში! ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია! გადადგომა გარდაუვალია!!!", - დაწერა სოგომონიანმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

წყარო: sportall.ge

19-09-2025 08:06
0
ცნობილი ხდება ბექა ღვნიაშვილის მეტოქე
ვრცლად

19-09-2025 06:29
664
"მას , მამამის და მის აგენტს ამის სიამოვნებას არ მივანიჭებდით " - დე ლაურენტისი
ვრცლად

19-09-2025 04:25
54
დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე გადაცემა – რა შეფასება მიიღო 10 ქულიდან გიორგი ქოჩორაშვილმა ?
ვრცლად

18-09-2025 14:01
592
ვინ აჩუქა ხამზატ ჩიმაევს ფერარი ? - ამ კითხვას კახა კალაძემ უპასუხა
ვრცლად