დღის ახალი ამბები

მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება

მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება


26-04-2025, 05:23

ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" ხვდებიან ერთმანეთს.


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" არ აპირებს ფინალში მონაწილეობას თუ მატჩის არბიტრები არ შეიცვლებოდნენ, მაგრამ დღეს "სამეფო გუნდმა" ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ეს ინფორმაცია უარყო.


"ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გავრცელებული ჭორების გათვალისწინებით, მადრიდის რეალი აცხადებს, რომ ჩვენს გუნდს არასდროს უფიქრია ფინალის თამაშზე უარის თქმა.

ჩვენი კლუბი ხვდება, რომ ამ მატჩისთვის დანიშნული მსაჯების სამწუხარო და შეუფერებელი განცხადებები, რომლებიც ფინალამდე 24 საათით ადრე გაკეთდა, ვერ შელახავს გლობალური მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას, რომელსაც ასობით მილიონი ადამიანი იხილავს და ასევე პატივისცემის ნიშნად ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, ვინც სევილიაში გამგზავრებას გეგმავს და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უკვე ანდალუსიის დედაქალაქშია.

მადრიდი რეალი ფიქრობს, რომ ფეხბურთის ღირებულებებმა უნდა გაიმარჯვოს, მიუხედავად იმ მტრობისა, რომელიც დღეს, კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენი კლუბის მიმართ, ფინალისთვის დანიშნული მსაჯების მიერ."


წყარო: მადრიდისფერი





გაზიარება
მოინახულეს 324-ჯერ
კომენტარები
რეკლამა