დღის ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადებას ავრცელებს


31-05-2025, 21:28

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს. ივანიშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.


"ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!


ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!


ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.


მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო" - ნათქვამია ივანიშვილის მისალოც წერილში.


წყარო: palitravideo.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 16 409-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. VIDEO: ქართულად გაგცემთ პასუხს – ქართულად? – კი, ქართულად უნდა ვილაპარაკო – ხვიჩა კვარაცხელიას ჟურნალისტისთვის გაცემულმა პასუხმა მთელ საქართველოს სიამაყის განცდა მიანიჭა
    2. "კვარასაც" ეწყინა, გამოდის მარტო მე არ მომჩვენებია, ყველა არასწორად მოიქცა " - რა გააპროტესტეს გულშემატკივრებმა, როცა "კვარამ" პენალტი მოიპოვა
    3. "ხვიჩა კვარაცხელიას მინდა, ვუსურვო ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლი და გამარჯვება, გამარჯვება მინდა ვუსურვო ქართველებს, თითოეულ ქართველს და მათთან არის ბიძინა და ჩვენთან არს ღმერთი. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - რა თქვა ონისე ცახდაძემ საკუთ
    4. "16 წლის ვიყავი, როცა საწარმოო უთოში დამეწვა ხელი..." - პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძის გზა დიდ წარმატებამდე
    5. ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება
    რეკლამა