დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება



გადაუდებელმა თოვამ, უხვმა ნალექმა და მდინარეების ადიდებამ, საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შექმნა.


გაირკვა, რომ ქვეყნისთვის მძიმე დროს, სტიქიისგან ასობით დაზარალებული ადამიანის დასახმარებლად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 30 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელით გახდა:


„ძალიან გახარებული ვარ და მინდა, ეს ამბავი თქვენც გაგიზიაროთ. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი იმ ადამიანების დასახმარებლად გადმორიცხა, რომელთაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე“, - წერს მარი ჩხიკვიშვილი.



მოგვიანებით სპორტულმა გვერდმა geo team-მა გამოაქვეყნა პოსტი, საიდანაც ვიგებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯამში 30 000 ლარი ჩარიცხა დაზარალებულების დასახმარებლად:


„ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად არა 10, არამედ 30,000 ლარი გადარიცხა!


პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10,000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა“, - წერს geo team-ი.




წყარო: DIGEST.PIA.GE




kvara
გაზიარება
მოინახულეს 5 046-ჯერ
კომენტარები
რეკლამა