დღის ახალი ამბები

კონტემ კვარაცხელია კიდევ ერთხელ გაიხსენა

კონტემ კვარაცხელია კიდევ ერთხელ გაიხსენა


14-06-2025, 17:25

"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც კლუბში შეხვდა:
 
"მგონია, ყველას ესმის, რა მოხდა იანვარში, როდესაც გუნდი ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა. სეზონის მანძილზე ისეთი რამეები ხდებოდა, რაც არ მიხაროდა. თუ გაიხსენებთ, ახალი ფეხბურთელები ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს შემოგვიერთდნენ. მართალი გითხრათ, ეს არ მომეწონა. თავის მართლება არ მჭირდება, მაგრამ როდესაც კონტრაქტს აფორმებ, კლუბის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გაქვს. ჩვენ ვილაპარაკეთ და ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა. ასეთი ხდება ხოლმე. ახლა ჩემპიონის ტიტული უნდა დავიცვათ, ამიტომ ერთად უნდა ვიმუშავოთ. "ნაპოლისთან" სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს. სამომავლოდ მყარი ფუნდამენტი და ევროტურნირებზე დაბრუნება გვჭირდებოდა. სერია А-ს მოგებაზე არ ვფიქრობდით.
 
"იუვენტუსთან" არავითარი შეთანხმება არ მქონია. ყველა, ვინც მომმართავდა, იცოდა, რომ ჯერ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უნდა გავსაუბრებოდი. სეზონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო ამ ჭორების გავრცელება. მიანიშნებდნენ, თითქოს შეიძლებოდა წავსულიყავი. ამან გამანაწყენა. "იუვენტუსს" პატივს ვცემ, ისევე როგორც "ლეჩეს", სადაც გავიზარდე".


წყარო: sportall.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 4 504-ჯერ
    რეკლამა