დღის ახალი ამბები

"ოქროს ბურთის“  პრეტენდენტთა სიას ახალი ლიდერი ჰყავს

"ოქროს ბურთის“  პრეტენდენტთა სიას ახალი ლიდერი ჰყავს


23-06-2025, 11:55

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რჩება 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში, — ინფორმაციას TNT Sports-ი ავრცელებს.

ცნობილი პორტალის მიხედვით, ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი პსჟ-ისა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ვიტინიაა.

ვიტინიამ პარიზულ გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო, ხოლო პორტუგალიის ნაკრების რიგებში ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მისმა თანაგუნდელმა, უსმან დემბელემ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მე-10 ადგილზეა.

„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეული:

  1. ვიტინია (პსჟ)

2. უსმან დემბელე (პსჟ)

3. ლამინ იამალი („ბარსელონა“)

4. რაფინია დიასი („ბარსელონა“)

5. ნუნო მენდეში (პსჟ)

6. აჩრაფ ჰაკიმი (პსჟ)

7. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)

8. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

9. კილიან მბაპე („რეალი“)

10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელი მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრია.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 403-ჯერ
    რეკლამა