დღის ახალი ამბები

"რომაზე" მეტს იხდის! - "ლიონმა" მიქაუტაძეზე კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო

"რომაზე" მეტს იხდის! - "ლიონმა" მიქაუტაძეზე კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო


6-07-2025, 19:23

თურქული გამოცემა Milliyet-ის ცნობით, სტამბოლის “გალათასარაიმ” ფრანგულ “ლიონს” გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. როგორც ირკვევა, თურქული გრანდი ქართველი ფორვარდის დამატებით ჯერ კიდევ ზამთარში იყო დაინტერესებული და ახლა კიდევ ერთხელ ცდილობს მისი გადაბირებას.


ცნობილია, რომ “ლიონს” ფინანსური პრობლემები აქვს და კლუბს მიმდინარე ზაფხულში გარკვეული შემოსავალი სჭირდება, რათა მომავალი სეზონისთვის ლიგა 1-ში დარჩენის ლიცენზია მიიღოს. ამ ვითარებაში მიქაუტაძის ტრანსფერი უფრო და უფრო მოსალოდნელი ხდება.


რამდენიმე დღის წინ La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რომა” მზად იყო ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაეხადა. ახლა კი “გალათასარაიმ” ორი მილიონით უკეთესი წინადადება შესთავაზა ფრანგულ გუნდს.


თურქული მედიის ცნობით, მიქაუტაძით ინტერესდება ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილი “ფენერბაჰჩეც”. ასევე აქტუალურია ინგლისური “სანდერლენდის” ინტერესიც, ხოლო czcspor-ის მიხედვით, სიტუაციას თვალს ადევნებენ “იუვენტუსი” და “სევილიაც”.




  • გიორგი მიქაუტაძე, მიქაუტაძე, ლიონი, რომა, გალათასარაი, სევილია, იუვენტუსი, ჟოზე მოურინიო, ფენერბახჩე
    გაზიარება
    მოინახულეს 3 791-ჯერ
    რეკლამა