დღის ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა მანჩესტერში გადავიდეს – რას წერენ ბრიტანეთში?

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა მანჩესტერში გადავიდეს – რას წერენ ბრიტანეთში?


10-06-2025, 20:16

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ახალ საფეხურზე გადავიდეს – გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაბირებით ინგლისის გრანდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება.


 ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკების“ სკაუტები  მიქაუტაძის თამაშს როგორც "ლიონში" , ასევე საქართველოს ნაკრებში აკვირდებოდნენ.  თავდამსხმელის პრაგმატული სტილი, მობილურობა და გოლის ალღო „იუნაიტედის“ სათამაშო სტილს კარგად ერგება.


Daily Mail-ის ცნობით, კლუბი ცდილობს ახალი სეზონისთვის შეტევის ხაზი გააძლიეროს, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელს არ სურს მხოლოდ ჰოილუნდზე იყოს დამოკიდებული, გიორგი მიქაუტაძე კი ერთ-ერთი კარგი ვარიანტი. 


მიქაუტაძეს თავის მხრივ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა "ლიონში" , ის გახდა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და  გადამწყვეტი გოლებით დაეხმარა „ლიონს“ ევროპულ ზონაში მოხვედრაში. ფეხბურთელის ღირებულება ბოლო  რამდენიმე თვეში საგრძნობლად გაიზარდა. 


რამდენად რეალურია ტრანსფერი? „ლიონი“ მიქაუტაძეს გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ფასს ადებს: ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება: 25–30 მილიონი ევროა.


აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერთან" ერთად ქართველის შეძენი დაინტერესებულია ასევე  „ფულჰემი“ და „ვესტ ჰემი.“ 




გიორგი მიქაუტაძე, მიქაუტაძე, მანჩესტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, ფულემი, ვესტ ჰემი, ლიონი
გაზიარება
მოინახულეს 3 801-ჯერ
კომენტარები
რეკლამა