დღის ახალი ამბები

კვალ ერთად! - "პსჟ-ს" სატრანსფერო ბაზარზე ახალი სამიზნე ჰყავს

კვალ ერთად! - "პსჟ-ს" სატრანსფერო ბაზარზე ახალი სამიზნე ჰყავს


15-07-2025, 07:54

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ჩელსისთან" 0:3 მარცხის შემდეგ, პსჟ-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შეტევითი ხაზი გააძლიეროს და ამისთვის ორი ვარიანტი აქვს. 

 


ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მათგანი "ნაპოლის" საკუთრებაში მყოფი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, მეორე კი "მილანის" შემტევი რაფაელ ლეაო. 


 

ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, რომ პარიზელთა სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი უკვე დაუკავშირდა ნიგერიელის წარმომადგენლებს, რაც "გალათასარაისა" და "პარტენოპეის" თითქმის მიღწეულ შეთანხმებას თავდაყირა აყენებს. 

 


ახლა უკვე არსებობს ალბათობა იმისა, რომ ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი უკვე "პარკ დე ფრანსზე" აღდგეს. ინფორმაციისთვის, პსჟ-ის ოსიმენის გადაბირება ადრე კვარაცხელიასთან ერთად სურდა, თუმცა მაშინ "ნაპოლისთან" შეთანხმებას ვერ მიაღწია. 



იხილეთ იხილეთ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი სპორტინგში?



იხილეთ რამდენი მატჩით დასჯიან ლუის ენრიკეს ?


წყარო: sportall.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 11 794-ჯერ
    რეკლამა