მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსს“ ზაფხულში „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა აქვს გეგმაში, ტურინული კლუბისატრანსფერო ფანჯარაზე ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეა, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.
„ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონის წინ შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რადგან გუნდს, სავარაუდოდ, დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო მუანი დატოვებენ. ტურინელთა პირველი არჩევანი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიკტორ ოსიმენია, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით გალათასარაიში გაატარა.თუმცა ნეაპოლელები ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერს 75 მილიონ ევროდ აფასებენ. მოთამაშის დამატებას ერთდროულად ცდილობენ როგორც ევროპული, ისე აზიური კლუბები, რის გამოც „იუვენტუსს“, შესაძლოა, სხვა ვარიანტის არჩევა მოუწიოს.
პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან მატეო რეტეგი („ატალანტა“), ლიამ დელაპი („იფსვიჩ თაუნი“), ვიქტორ ბონიფეისი („ბაიერ ლევერკუზენი“), ლოის ოპენდა („ლაიფციგი“), არნო კალიმუენდო („რენი“) და გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“).



