ესპანურმა გამოცემა Fichajes-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა: პსჟ სერიოზულად განიხილავს კოულ პალმერის გადაბირებას და მზად არის, ტრანსფერში 250 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასეთი თანხის შემთხვევაში, პარიზელები ნეიმარის 2017 წლის რეკორდსაც გააუმჯობესებენ, რომლის შეძენაში კლუბმა „ბარსელონას“ 222 მილიონი ევრო გადაუხადა.
23 წლის ინგლისელი შემტევი გასულ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო „ჩელსის“ რიგებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თამაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ლონდონურმა კლუბმა პსჟ 3:0 დაამარცხა, ხოლო პალმერმა დუბლი გაიფორმა და ასისტიც მიითვალა.
ლონდონური გუნდი კი თავისი ლიდერის გაყიდვას გამორიცხავს და მის დათმობას არანაირ თანხაზე არ აპირებს. მიუხედავად ამისა, პსჟ ტრანსფერზე ზეწოლას განაგრძობს და ალტერნატიულ ვარიანტად ნაპოლის თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენიც განიხილება.



