დღის ახალი ამბები

პორტუგალიური გამოცემა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს

პორტუგალიური გამოცემა გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს


19-07-2025, 09:55

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ პირველი შეხვედრა შოტლანდიური „სელტიკის“ წინააღმდეგ (0:2) ჩაატარა და პორტუგალიური მედიისა და გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა – ამაზე გამოცემა „რეკორდში“ გამოქვეყნებული წერილის ფრაგმენტიც მეტყველებს.


„გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგში“ თამაშისთვის მზადაა. ქართველი ნახევრამცველი ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ალგარვეში ემზადება, სადაც „სელტიკთან“ პირველი მატჩიც ჩაატარა.


ქოჩორაშვილი „სპორტინგმა“ „ლევანტედან“ 5.5 მილიონ ევროდ (ბონუსებით კიდევ 2 მილიონი ევრო) დაიმატა. 26 წლის ნახევარმცველს კოჭის ტრავმა აწუხებდა და თავიდან გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ახლა უკვე მწყობრშია, ვარჯიშებზე საკუთარი ქმედებით ყველას მაგალითს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“, – წერს „რეკორდი“.


წყარო: 1tv.ge-სპორტი





  • გაზიარება
    მოინახულეს 184-ჯერ
    რეკლამა