Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა გუნდის მცველის, აშრაფ ჰაკიმის განცხადების გამო, სადაც მან აღნიშნა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებს.
CANAL+-თან ინტერვიუში მაროკოელმა ფეხბურთელმა განაცხადა:
"ისტორიული სეზონი მქონდა. ბევრ მოთამაშეს არ გამოსდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გოლის გატანა — მით უმეტეს, როცა მცველი ხარ. „ოქროს ბურთი“ ყოველთვის ოცნებაა და ადრე მასზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა მგონია, რომ ამ ჯილდოს ვიმსახურებ."
წყაროს ცნობით, პსჟ-ის ხელმძღვანელობა Ballon d’Or-ის ბრძოლაში უპირატესობას უსმან დემბელეს ანიჭებს, რის გამოც ჰაკიმის სიტყვებმა მათში უკმაყოფილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ პრესტიჟულ ჯილდოზე პსჟ-ის 9 ფეხბურთელია წარდგენილი, მათ შორის — ხვიჩა კვარაცხელიაც, რაც ყველა დროის რეკორდია



