დღის ახალი ამბები

პსჟ-ს ფეხბურთელს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

პსჟ-ს ფეხბურთელს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება



ნანტის პროკურატურამ სასამართლოს პსჟ-ს ფეხბურთელის, აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეზე ბრალის წაყენების შუამდგომლობით მიმართა – ინფორმაციას  ფრანგული მედია ავრცელებს.


აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილებას გამომძიებელი მოსამართლე მიიღებს – მან უნდა დაადასტუროს ან უარყოს ბრალდება. დამტკიცების შემთხვევაში, ჰაკიმს თავისუფლების აღკვეთა 15 წლით ემუქრება.


საქმე 2023 წლის დეკემბრის მოვლენებს უკავშირდება: საქმე ეხება 24 წლის ქალის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელმა მასზე სავარაუდო სექსუალურად იძალადა. იმ დროიდან ჰაკიმს სასამართლოს ზედამხედველობა დაუწესდა.


ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჰაკიმმა ქალს ტაქსი გამოუძახა და სახლში მიაცილა, რის შემდეგაც მოხდა სავარაუდო ძალადობა. ფეხბურთელი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.





  • გაზიარება
    მოინახულეს 10 287-ჯერ
    რეკლამა