დღის ახალი ამბები

კილიან მბაპეს მამამ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა

კილიან მბაპეს მამამ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა


10-09-2025, 13:01

კილიან მბაპეს მამამ ვილფრიდ მბაპემ L’Equipe-სთან ინტერვიუში თავისი შვილი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს შეადრა.


ფრანგის აზრით ის რომ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მცველებს ეხმარება , კარგია, მაგრამ მისი შვილი ვალდებული არაა იგივე გააკეთოს, რადგან მისთვის პრიორიტეტი გოლების გატანაა და არა დაცვაში თამაში.


„თუ ფეხბურთელი სეზონში 60 გოლს იტანს, რატომ უნდა გავაკრიტიკო იმის გამო, რომ დაცვაში იშვიათად ბრუნდება? ჩემთვის არც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარაცხელიას უკან დაბრუნება და ბურთის წართმევაა გადამწყვეტი — ეს კილიანის საქმე არ არის. მას სხვა მისია აქვს და აკეთებს იმას, რასაც სხვები ვერ ახერხებენ.“ - განაცხადა ვილფრიდ მბაპემ.


შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ყოფნისას მბაპეს აკრიტიკებდნენ, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად არ იხარჯებოდა და ლუის ენრიკეს დაცვით მოთხოვნებს სრულად არ აკმაყოფილებდა.






  • კილიან მბაპე, მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია, კვარაცხელია
    გაზიარება
    მოინახულეს 723-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "ეს მოთხოვნა ხელშეკრულებით ყოფილა განსაზღვრული..." - რას წერს რომან გოცირიძე?
    2. "მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს, იდეაც ბავშვებს ეკუთვნით, რომ წაგებულ გუნდს მეორე გუნდი ვარცხნილობას შეურჩევდა..." - ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს
    3. ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, რომელიც ფართო საზოგადოებაში არ ჩნდება
    4. "ვახო ბიჭიკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას იცავს: „აკრიტიკებენ, რომ არ აკეთებს მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებს... თითქოს მისი წარმატება ნაკლებია იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებს ყველა მორალისტის მოლოდინს... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა არის სპორტსმენი და არა
    5. ვილი სანიოლი: " უახლოეს მომავალში ცვლილებებს უნდა ველოდოთ"
    რეკლამა