„გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის რთული ტრავმის შემდეგ ინტენსიურად ვარჯიშობს. იგი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო კვირაში შეძლებს“, – წერია ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავის მდგომარეობაზე „უოტფორდის“ პრესსამსახურთან თავადაც ისაუბრა.
„ფეხის ცერა თითის მოტეხილობა მქონდა. რთულია, როცა ოთხი ან ხუთი თვე არ თამაშობ და გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები.
„უოტფორდის“ მთელი პერსონალი ჩემს გვერდითაა და ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მალე ვითამაშო. ყოველდღიურად ფიზიოთერაპიის კურსებს გავდივართ და ამავე დროს ბევრს ვვარჯიშობ სპორტდარბაზში, ფორმა რომ შევინარჩუნო“, – განუცხადა ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდის“ პრესსამსახურს.
წყარო: 1tv.ge-sport
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

