დღის ახალი ამბები

"ოქროს ბურთის" დაჯილდოვება ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის

"ოქროს ბურთის" დაჯილდოვება ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის


22-09-2025, 10:16

„ოქროს ბურთის“ 2025 წლის დაჯილდოებას „პარი სენ-ჟერმენის“ ექვსი ფეხბურთელი ვერ დაესწრება, – ინფორმაციას გამოცემა L’Équipe-ი ავრცელებს.


21 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა „მარსელთან“ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მატჩი უამინდობის გამო გადაიდო და 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, „ოქროს ბურთის“ ცერემონიის პარალელურად.


როგორც გამოცემა წერს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას ვერ დაესწრებიან: ლუკა შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, ფაბიან რუისი და ხვიჩა კვარაცხელია. პარიზში, „შატლეს თეატრში“ წარმოდგენილები იქნებიან „პარი სენ-ჟერმენის“ ის ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმირებულები არიან, მათ შორის „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტი უსმან დემბელე.


ასევე ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაზე იქნება კლუბის პრეიზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე დასწრების სურვილი არ გამოთქვა და ის გუნდს „მარსელთან“ მატჩში გაუძღვება.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 190-ჯერ
    რეკლამა