გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში მოუგებელი სერია შეწყვიტა და „მიდლსბროსთან“ გასვლით მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
33-ე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაშიყო, შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება – 7.4 ქულა დაიმსახურა.
„უოტფორდი“ „მიდლსბროს“ შეტევებს კარგად გაუმკლავდა, თავად კი მე-40 წუთზე ფრანგი მუსა სისოკოს გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა.
33 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზე დაწინაურდა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
წყარო: 1tv.ge Sport
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

