დღის ახალი ამბები

ფრანგები ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებენ

ფრანგები ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებენ


11-11-2025, 15:37

RMC Sport-ზე ხვიჩა კვარაცხელიას გააკრიტიკეს


RMC Sport-ის გადაცემაში After Foot ფრანგმა ჟურნალისტებმა დანიელ რიოლომ და ვალიდ აშერშურმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.


გასულ კვირას კვარამ ლიონის წინააღმდეგ გაიტანა და პსჟ-ს 3:2 მოაგებინა, თუმცა ფრანგ მედიაში მისი თამაში მაინც კრიტიკის საგანი გახდა.


რიოლო ამბობს: „ლუის ენრიკემ მომდევნო კვირებში რამდენიმე მოთამაშესთან სერიოზულად უნდა ილაპარაკოს, მათ შორის კვარაცხელიასთანაც.“


აშერშურის თქმით, კვარა „ნაპოლის დროინდელი ფორმიდან შორსაა“:


„ისევე კარგად დაიწყო, როგორც ნაპოლიში, მაგრამ ახლა თითქოს ინტერესს კარგავს. ლიგა 1 თითქოს დიდად არ ანაღვლებს. მისგან, როგორც შეტევის ლიდერისგან, მეტი უნდა მოვითხოვოთ.“


კვარაცხელიას Ligue 1-ში 10 მატჩში 1 გოლი და 2 ასისტი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე – 3 გოლი და 3 საგოლე პასი.
ახლა ის საქართველოშია, სადაც ნაკრებთან ერთად ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადება.
ხვიჩა ტოპლიგებში 33 გოლით ქართველ ბომბარდირთა შორის პირველია, ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს გადაასწრო.





  • გაზიარება
    მოინახულეს 3 602-ჯერ
    რეკლამა