დღის ახალი ამბები

თემურ ქეცბაიამ დაასახელა შოტლანდიური გუნდი, სადაც მალე მწვრთნელად დაინიშნება

თემურ ქეცბაიამ დაასახელა შოტლანდიური გუნდი, სადაც მალე მწვრთნელად დაინიშნება


19-02-2025, 08:45

თემურ ქეცბაია ამბობს, რომ ელოდება შოტლანდიური „მოზერველის“ ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გადაწყვეტილებას. სტიუარტ კეტველმა თანამდებობა იანვარში დატოვა და კლუბი მის შემცვლელს ეძებს, კანდიდატთა სია ორამდე შემცირდა, ერთ-ერთი ვარიანტი კი თემურ ქეცბაიაა – ამის შესახებ ინფორმაციას Nottheoldfirm-ი ავრცელებს და ქართველი სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.


„მალე გაირკვევა, დავინიშნები თუ არა „მოზერველის“ მწვრთნელად, ველოდები მოვლენების განვითარებას. კვიპროსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საქართველოდან და საბერძნეთიდან მქონდა შეთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი.


ადრე განვაცხადე, რომ საბერძნეთში მწვრთნელად არასდროს დავბრუნდებოდი. კვიპროსზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დავიმსახურე ევროპის წამყვან ლიგაში მუშაობა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ჩემი აზრით, უცხოეთში კვიპროსულ ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ეს თავის როლს თამაშობს.


როდესაც საქმე მწვრთნელს ეხება, მნიშვნელოვანია, რომელი ქვეყნიდან არის ის, უპირატესობას ესპანელებსა და პორტუგალიელებს ანიჭებენ. მაგალითად, ესპანელი რომ ვიყო, ძალიან დიდი გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.


წყარო: 1tv.Ge Sport




თემურ ქეცბაია, ქეცბაია, temur kecbaia, qecbaia
გაზიარება
მოინახულეს 287-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
  2. "მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია
  3. "მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
  4. ცნობილი ხდება სად გააგრძელებს ზიდანი სამწვრთნელო კარიერას
  5. მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით" - ვინ არის ქართველი მკლავჭიდელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯი გააოცა
რეკლამა