დღის ახალი ამბები

კიდევ ერთი ტიტული მოგებულია! - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში?

კიდევ ერთი ტიტული მოგებულია! - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში?


17-12-2025, 20:07

"პსჟ-მ" მიმდინარე წელი ტრიუმფარულად დაასრულა, ფრანგულმა გუნდმა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგო" დაამარცხა და მიმდინარე წელს კიდევ ერთი ტიტული მოიგო.


ფრანგულ და ბრაზილიურ გუნდებს შორის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა , შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, "პსჟ-ს" მხრიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, საბოლოოდ გამარჯვებული თერთმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, სადაც პარიზული გუნდის მეკარემ საფანოვამ 5-დან 4 პენალტი მოიგერია და გუნდს მორიგი ტიტული პირადად მოუტანა.


ხვიჩა კვარაცხელიამ კი შეხვედრის 90-ე წუთზე შეცვალეს და დამატებით დროში და თერთმეტმეტრიან სერიაში მონაწილეობა არ მიუღია, ქართველმა ფეხბურთელმა შეფასების სახით  7.6 ( flashscore)  და  7.9 ( Sofascore)   მიიღო, რაც პარიზელთა მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა.


საბოლოოდ "პსჟ-მ" 2025 წელს 6 ტიტულის (საფრანგეთის სუპერ თასი, საფრანგეთის ლიგა 1 , საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასის)  მოგება შეძლო.





  • გაზიარება
    მოინახულეს 3 307-ჯერ
    რეკლამა