როგორც მოგეხსენებათ გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდა, ჩვენი ინტერესი კი რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელების გუნდებს უკავშირდება.
"პსჟ-მ" ჩემპიონობა უკვე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა, "ლიონმა" საბოლოოდ ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა, სამწუხაროდ ლიგა ერთიდან გავარდა ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტინიე".
მეექვსე ადგილზე გასვლის გამო "ლიონმა" ევროტურნირებზე ასპარეზობის შანსი კვლავ შეინარჩუნა, ამისთვის საფრანგეთის თასის ფინალში "პსჟ-მ" "რეიმსი" უნდა დაამარცხოს , წინააღმდეგ შემხთვევაში თუ "რეიმსმა" შეძლო და საფრანგეთის თასი მოიგო, "ლიონის" ნამცვლად ევროტურნირებზე სწორედ ის იასპარეზეს.
სწორედ ამიტომ გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გიორგი მიქაუტაძე აცხადებს რომ ეტყვის კვარას საქმე ბოლომდე მიიყვანოს.



