დღის ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძემ 2026 წლის პირველ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა

გიორგი მიქაუტაძემ 2026 წლის პირველ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა


4-01-2026, 06:36

გიორგი მიქაუტაძე​​​​მ 2026 წლის პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და „ელჩესთან“ გასვლით მატჩში „ვილიარეალის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა – 3:1.


ვილიარეალმა“ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა – ქართველის საგოლე გადაცემით მასპინძლებს ალბერტო მოლეირომ გაუტანა. მე-13 წუთზე კი ნიკოლას პეპეს გადაცემით მიქაუტაძე​​​​მ ანგარიში ორამდე გაზარდა.


ელჩემ“ 30-ე წუთზე მარტიმ ნეტოს დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ალფონსო პედრაზამ დააფიქსირა.


მეორე ტაიმში მიქაუტაძე​​​​ს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა. ქართველი ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალეს, „ფლეშსკორმა“ მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.


გიორგი მიქაუტაძე​​​​მ მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და მე-3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 47-ჯერ
    რეკლამა