დღის ახალი ამბები

გილოცავთ! ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს (ვიდეო)

გილოცავთ! ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს  (ვიდეო)


2-02-2025, 16:44

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალში იჭიდავებს.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჩვენმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იაპონელი ტაჯიმა ვაზარით დაამარცხა და ფინალში კორეელ კიმს შეხვდება.

ასევე ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმაც, რომელიც კორეელ ლისთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რეპეჟაში დამარცხდენენ ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ). ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. პარიზში ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ თებერვალს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო. 2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.


წყარო: 1tv.ge




პარიზის გრანდ სლემი, ლუკა მაისურაძე, მაისურაძე, ძიუდო, luka maisuradze, maisuradze
გაზიარება
მოინახულეს 164-ჯერ
კომენტარები
რეკლამა