საჩხერეში ჩასულ ლაშა ტალახაძეს, რომელიც მშობლიურ მუნიციპალიტეტს თავის მწვრთნელებთან ერთად ეწვია, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ლაშას თან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი ახლდნენ.
ტალახაძე საჩხერის მუნიციპალიტეტისგან 10 000 ლარით დაჯილდოვდა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის პირველ მწვრთნელ კობა ტალახაძეს კი 3 000 ლარი გადაეცა. ლაშამ და გიორგი ასანიძემ მიიღეს საგანგებოდ მათთვის დამზადებული საჩუქრებიც.
ღონისძიებას Sachkhere Garden-მა უმასპინძლა და ბუნებრივია, ის ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით ჩატარდა.
თანხას ლაშას მამაც მიიღებს - რა თანხა გადაეცა პრიზის სახით კობა ტალახაძეს ?
27-08-2021, 12:59
გაზიარება
მოინახულეს 2 471-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
534
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
202
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
346
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
932
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად