აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება კი ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარაბეთის 8 საპატიო ელჩმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4 ვერცხლის პროზიორია.
აჭარაბეთმა დღეს ოლიმპიელებს საპატიო მიღებაზე უმასპინძლა, სადაც მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი დაახვედრა. კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარიანი საპრიზო ფონდო გამოყო ოლიმპიელებისთვის. აჭარაბეთმა ვერცხლის პრიზიორებს,თითოეულ მათგანს 100 000 ლარი გადასცა, ხოლო 20 000 ლარი გადასცა იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. გარდა ამისა აჭარაბეთმა ასევე დააჯილდოვა ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც 20 000 ლარი გადასცა.
აჭარაბეთი არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში წვლილი შეიტანოს.
„დღეს ვუმასპინძლეთ ოლიმპიელებს, რომლებსაც დავახვედრეთ მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი, აჭარაბეთმა გამოყო ნახევარ მილიონიანი საპრიზო ფონდი თავისი ამბასადორებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე მადლობის ნიშნად, დავაჯილდოვეთ ოლიმპიური ნაკრების ექიმი - ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი სპორტსმენების წარმატებაში და მას აჭარაბეთისგან 20 000 ლარი გადაეცა“- გაანცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აჭარაბეთს გვერდში დგომისთვის, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა მათი გადაწვეტილება, რომ 100 000 ლარით დაგვაჯილდოვეს, ეს არის ძალიან დიდი დაფასება და მოტივაცია ჩვენთვის, წინ პარიზის ოლიმპიური თამაშები გველოდება და დარწმუნებული ვარ იქ უკეთესს შედეგს ვაჩვენებთ“- განაცხადა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა.
აჭარაბეთის საჩუქარი ქართველ ოლიმპიელებს !
14-08-2021, 08:23
გაზიარება
მოინახულეს 6 114-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
23
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
184
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
334
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
919
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად