საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონების – ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის სკვერში მათი ვარსკვლავები დააზიანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ძალოსნობის ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა გამოაქვეყნა.
“საჩხერეში ვარ… გუშინ ფეხით გავიარე დარბაზიდან სასტუმრომდე და გზად “ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის სახელობის სკვერი”-ში მოვხვდი. მახსოვს, სამიოდე წლის წინ, დიდი ცერემონიალი ჩატარდა, როცა ეს სკვერი გაიხსნა.
ოლიმპიურ მონუმენტთან გავჩერდი და ვნახე, რომ ვარსკვლავები, სადაც ლაშას და გიორგის სახელი ეწერა, ჩამოფხეკილია… ეს ხომ აქაურმა გააფუჭა?! ამის გასაფუჭებლად სხვა არ ჩამოვიდოდა…
მე მინდა ამის გამკეთებელს მივმართო.. ვინც ასანიძის და ტალახაძის სპორტულ ღვაწლს არ აფასებს, საქართველოს და თუნდაც საჩხერის მიმართ:
“ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი”.
– ეს შედარებისთვის, თუ ვინ ხარ შენ, ვინც ეს ქენი და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი სახელების წაშლაც ცადე.
ლაჩარი ხარ ჩემს თვალში!” – წერს ჭინჭარაული Facebook-ში.
"საჩხერეში დააზიანეს ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის.." - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში
12-05-2021, 15:38
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად