იორდანიის ფეხბურთის ასოციაციამ აზიის ფეხბურთის კონფედერაციას ირანის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის სქესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება მოსთხოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეჭვები აზიის თასის შესარჩევი მატჩის შემდეგ გაჩნდა, რომელშიც ირანმა იორდანიას პენალტების სერიაში მოუგო. ირანელმა მეკარემ ზორეჰ კუდეიმ 2 ბურთი მოიგერია, რის შემდეგაც იორდანიის ფეხბურთის ასოციაციაში დაეჭვდნენ, რომ ის კაცია და არა ქალი.
ირანში ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ გამოძიების მოთხოვნა იორდანიის წაგების გადაფარვის მცდელობაა. თუმცა აცხადებენ, რომ აზიის ფეხბურთის კონფედერაციას მეკარის მდედრობითი სქესისადმი კუთვნილების დასამტკიცებლად ყველა საჭირო საბუთს გადასცემენ.
წყარო: imedinews.ge
იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია ეჭვობს, რომ ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე კაცია
18-11-2021, 09:07
გაზიარება
მოინახულეს 898-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
23
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
184
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
334
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
919
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად