სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, FIFA საფეხბურთო წესებში რევოლუციური ცვლილებების შემოტანას აპირებს, რაც მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას სახეს ნამდვილად შეუცვლის. ესენია:
1. ორი 30 წუთიანი ტაიმი
პირველი ცვლილება ტაიმების დროის შემცირებას ეხება. თამაში ორი ოცდაათწუთიანი ტაიმისგან იქმნება შემდგარი. ამასთან, მატჩის ნებისმიერი შეწყვეტის დროს წამზომი გამოირთვება და თამაშის განახლებისთანავე ჩაირთვება, როგორც ეს მაგალითად კალათბურთშია.2. ულიმიტო ცვლილებები
დღეს კორონაპანდემიიდან გამომდინარე, მატჩის განმავლობაში ერთი გუნდის მიერ ცვლილებათა განხორციელების ლიმიტი 3-დან 5-მდე გაიზარდა. მსოფლიო საფეხბურთო ასოციაცია ამ შეზღუდვის საერთოდ მოხსნას აპირებს.3. ყვითელი ბარათით დასჯის ახალი წესი
ყვითელი ბარათით მოთამაშის დასჯა გუნდისთვის უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება - დასჯილი ფეხბურთელი 5 წუთით დატოვებს მოედანს და გუნდი კაცნაკლული გააგრძელებს თამაშს. გარდაისახება თუ არა 2 ან მეტი ყვითელი ბარათი წითლად, ანუ გააძევებენ თუ არა ფეხბურთელს მინდვრიდან თამაშის დასრულებამდე, ჯერ უცნობია.4. აუტის ფეხით მოწოდება
ახალი წესებით ფეხბურთელი აუტს ხელის ნაცვლად ფეხით მოაწვდის, რაც, FIFA-ს აზრით თამაშს უფრო მიმზიდველს გახდის.5. გათამაშება საკუთარ თავთან
აუტის, კუთხურის ან ჯარიმის დროს, სურვილის მიხედვით, მოთამაშეს შეეძლება ბურთი საკუთარ თავს გაუგოროს და ის ეგანაგრძოს თამაში.ესპანური გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ წესებს ყატარში მიმდინარე 19 წლამდელთა ტურნირზე ტესტავენ. ტურნირის დასრულების შემდეგ, ფიფაში იმსჯელებენ და შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ღირს თუ არა ახალი წესების დანერგვა.
წყარო: newpost.ge
კომენტარები
21-11-2024 22:57
2
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 211
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
427
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 861
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად