სანიკიძის ორმაგი დუბლი იტალიაში

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 17-იან, 19:299 Sportnews 2014


საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური "კანადიან სოლარის" ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ, იტალიის სერია A-ში გამართულ მე-15 ტურის მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა, 17 წუთში 11 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, მისმა გუნდმა კი "ბანკა ტერკას ტერამოს" 62:55 მოუგო. ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბოლო პერიოდში ტრავმის გამო ხშირად ვერ თამაშობდა, ხანაც სასურველ ფორმაში არ იყო.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კი ჩვეულად ითამაშა და როგორც ჩანს ნელ-ნელა სათამაშო ფორმასაც იბრუნებს. "კანადიან სოლარმა" კი სატურნირო ცხრილში 8 მოგებითა და 7 მარცხით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ესტონეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, გიორგი ცინცაძის "როკი" ბალტიის ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში რიგის ვეფ-ს ესტუმრა და 71:81 დარამცხდა.

განვლილი შეხვედრა გიორგი ცინცაძისთვის წარმატებული გამოდგა 19.29 წუთში 15 ქულა 3 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა გააკეთა და საკუთარ გუნში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი