მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა (ჰალკი) სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა.
“დღეს თუ რეგულაციები ამ სახით შევა ძალაში, თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს იქნება სპორტისთვის დამღუპველი. მე პირადად, მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან სპორტისთვის თავის დანენება. მე სახელმწიფოდან არაფერი არ მაქვს, ვარ მხოლოდ სპონსორობაზე დამოკიდებული და სახელმწიფოსგან ღირსეული დაფინანსება მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენს აქვს”, – განაცხადა საგინაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.
ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრა.
“სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე მათგანს შეუწყდება ეს დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი მათგანი მათით სულდგმულობს და მათი მამოძრავებელი ძალაა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შეწყვეტენ დაფინანსებას, მითუმეტეს, როგორი რთული განცხადებაც გაავრცელეს”, – განაცხადა ტალახაძემ “ფორმულასთან” ინტერვიუში.
დღეს საგინაშვილმა, ლაშა ტალახაძემ, კოსტა ჯანაშიამ, ნინო ოძელაშვილმა და სხვა სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესის მხარდამჭერი პრესკონფერენცია გამართეს.
"ან სპორტს თავს დავანებებ ან მომიწევს ქვეყნიდან წასვლა" - ქართველი სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციების შესახებ საუბრობენ
20-12-2021, 18:24
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად