დღის ახალი ამბები

აპირებს მესამე დივიზიონის ქამრის მოპოვებას ? - რა განაცხადა ილიამ

აპირებს მესამე დივიზიონის ქამრის მოპოვებას ? - რა განაცხადა ილიამ


30-06-2025, 08:28
MMA

ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა და თითქმის ყველა წარმომადგენლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, თუმცა, კითხვას, აპირებს თუ არა სამი დივიზიონის ჩემპიონობას, დიპლომატიურად თავი აარიდა.


„პედი პიმბლეტთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ის შანსს მიიღებს. ვინ მსურს მომდევნო მეტოქედ? არ ვიცი, ამ სპორტში სხვა ლეგენდები აღარ დარჩნენ, თუმცა საქმე ასარჩევად თუ მექნება, ისევ პედის ავირჩევ, რადგან მისი სახის დასახიჩრება მსურს და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს გავუკეთებ, რასაც მოვინდომებ.


მინდა თუ არა მესამე დივიზიონის ჩემპიონობაზე ბრძოლა? ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელებმა მთხოვეს, ჯერჯერობით, მაგ საკითხზე საუბრისგან თავი შევიკავო და მათ პირობა მივეცი, რომ თხოვნას შევუსრულებდი. ასე რომ, ამ ეტაპზე, ჩემგან კონკრეტულს ვერაფერს გაიგებთ“, - თქვა ილიამ.


ცნობისათვის, ილია თოფურია იმ ათ სპორტსმენს შეუერთდა, რომელთაც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგეს. სამი დივიზიონის ჩემპიონი კი არავინ გამხდარა


 სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ანალოგიურ შედეგს კონორ მაკგრეგორმა 28 წლისა და 4 თვის ასაკში მიაღწია, ხოლო „ელ მატადორმა“ 28 წლის და 5 თვის ასაკში შეძლო ამის გაკეთება.


წყარო: primetime.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 062-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია
    2. იჩხუბებს თუ არა ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან ? - ამ კითხვას პასუხი ხაბიბმა გასცა
    3. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ - ზაზა ფაჩულია
    4. „მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო“ - ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
    5. მერაბ დვალიშვილი - შევეცდები, საქართველოში დარბაზი მალე ავაშენო, რაც სახეობის განვითარებას ხელს შეუწყობს 
    რეკლამა