დღის ახალი ამბები

„მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო“ - ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო“ - ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს



ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს:


„მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში.


მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო — სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ.


მადლობა ყველა ახლობელს და გულშემატკივარს ყურადღებისა და თანადგომისთვის.


ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე.


წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს — უნებური დაცემის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგანაც მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.


„დაცემას მოყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს.“


მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.“


ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად. ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“


მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას.  ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას. ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად“,- წერს ნონა გაფრინდაშვილი.


წყარო: primetime.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 18 571-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ - ზაზა ფაჩულია
    2. ცნობილია რომელ არხზე იქნება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტრანსლაცია
    3. „ასე ჩაიწვა სახლში ბიჭი... რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს?!“ - რა ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისიდან, სადაც გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი ოჯახში საშინელება დატრიალდა?
    4. "ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, მაგრამ..." - ბუღაძემ ლეგენდარულ მოჭადრაკეს "საბჭოთა ელიტა" უწოდა
    5. "მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს" - UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია
    რეკლამა