UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კამილ გაჯიევთან ინტერვიუში ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ნურმაგომედოვის თქმით, უპირატესობა ცარუკიანს აქვს:
„თოფურიას ცარუკიანთან არანაირი შანსი არ აქვს. არმანი ფეხით შესანიშნავად მუშაობს, ძალიან ძლიერი მებრძოლია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას უკვე შესაბამისი გამოცდილება და ვიდეომასალა აქვს, ზუსტად იცის, რა გზით უნდა დაამარცხოს ილია. ჩემი აზრით, თუ ისლამ მახაჩევს არ ჩავთვლით, მსუბუქ წონით კატეგორიაში საუკეთესო მებრძოლი ცარუკიანია.
არმანს ყველა საჭირო უნარი აქვს, რომ თავისი სტილით თოფურია დაამარცხოს. ჩემი აზრით, შანსები 80/20-ზეა არმანის სასარგებლოდ და ვფიქრობ, სწორედ ცარუკიანი გაიმარჯვებს,“ – განაცხადა ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ ილია „ელ მატადორი“ თოფურიას თქმით, ის ჯერჯერობით ცარუკიანთან ბრძოლას არ გეგმავს. არმან ცარუკიანმა უკანასკნელი ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩაატარა და ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.



