დღის ახალი ამბები

10 დღე გიგას მორიგ ბრძოლამდე - რა კოეფიციენტი აქვს ჭიკაძის გამარჯვებას ედსონ ბარბოსასთან ?

10 დღე გიგას მორიგ ბრძოლამდე - რა კოეფიციენტი აქვს ჭიკაძის გამარჯვებას ედსონ ბარბოსასთან ?

ზუსტად 10 დღეში გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა იქნება, რომელიც წლებია უკვე უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

გიგას გამარჯვებას ბუკმეიკერებმა კოეფიციენტად 1.87 მიანიჭეს. აღსანიშმავია რომ ბარბოსას გამარჯვებასაც იდენტური ციფრები აქვს.

ექსპერტთა განცხადებით, ორივე მებრძოლი ოქტაგონზე იდენტური სტილით გამოირჩევა და წინასწარ ფავორიტის დასახელება ძნელია.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან ასპარეზობს და ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული.




გაზიარება
მოინახულეს 1 038-ჯერ
კომენტარები
რეკლამა