დღის ახალი ამბები

ლიანა ჯოჯუა მძიმე მარცხის შემდეგ განცხადებას აკეთებს

ლიანა ჯოჯუა მძიმე მარცხის შემდეგ განცხადებას აკეთებს

UFC FIGHT NIGHT 197 - ზე  ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა, კორტნი კეისს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა. ლიანამ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ბოდიშს გიხდით იმედების გაცრუებისთვის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბრძოლის მიმდინარეობა სხვაგვარად ვიგრძენი, რეალურად კი ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც თავად ნახეთ."

"საკუთარი თავით იმედგაცრუებული ვარ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და მოსამზადებელი პერიოდისას გვერდით მედგა. დღევანდელ ბრძოლამდე გრძელი და რთული პერიოდი იყო. ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, რომელიც თვეობით არ მინახავს და ვწუხვარ, რომ იმედი ბევრს გავუცრუე''. 
- დაწერა ჯოჯუამ სოც. ქსელში.




გაზიარება
მოინახულეს 16 186-ჯერ
კომენტარები
რეკლამა