დღის ახალი ამბები

ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა

ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა
23-11-2021, 22:28

უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე - ცნობილი ხდება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიერმართება.

ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და  საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი.

წყარო: mtavari.tv




გაზიარება
მოინახულეს 3 224-ჯერ
კომენტარები
რეკლამა