დღის ახალი ამბები

რა გააკეთა ლაშა ტალახაძემ, როცა ირანელმა სპორტსმენმა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა

რა გააკეთა ლაშა ტალახაძემ, როცა ირანელმა სპორტსმენმა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა
22-11-2023, 09:03

ირანელი სპორტსმენს პრესკონფერენციაზე  თავის მოწინააღმდეგე, ქართველ მკლავჭიდელ ლევან საღინაშვილზე, იგივე "ჰალკზე" დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:

"ქართველებს იმიტომ ჰყავთ ასეთი ძლიერი სპორტსმენები, რომ ირანს ჰყავდა დაპყრობილი. სწორედ ამის შემდეგ გაჯიშიანდნენ ისინი." აღნიშნული განცხადება ლეგენდარულ ქართველ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს, რომელმაც ირანელ სპორტსმენს საკადრისი პასუხი გასცა. "ქართული სულის შეურაცხოფას არავის გაპატიებთ. ეს ჩემი ერია. ჩვენი გენი არ აღრეულა არავისთან სწორედ ამაშია ჩვენი ძალა.

"ბევრი ერისთვის ეს კარგია, მაგრამ არა ქართველებისთვის, ჩვენ ხალხს ერთმანეთი უყვარს. იშვითად ნახავთ ქართველს რომელიც სხვა ერის წარმომადგენელთან ოჯახდება, ეს გენში გვაქ რომ ჩვენი ერის გარდა სხვებს ვერ ვუგებთ." "ღმერთის წყალობით ეს ასეა და ასე იქნება მარად, ქართველი ქალები კლდიდან ხტებოდნენ და თავს იკლავდნენ, ასეთია ჩვენი ისტორია ასეთია ჩვენი სული, ასეთი სული ქონდათ ქართველ ქალებს და ასეთი დედები ზრდიდნენ იმ ვაჟკაცებს რომლებიც რომლებსაც უამრავი ისტორიკოსი ,,ტიტანებს ეძახდნენ'' ეს ყველას უნდა გახსოვდეს." - წერს ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში.




გაზიარება
მოინახულეს 484-ჯერ
კომენტარები
რეკლამა