დღის ახალი ამბები

"არ მოიბოდიშებს და უნდა დაქენსელდეს“ - ნატა ფერაძე მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში ადანაშაულებს

"არ მოიბოდიშებს და უნდა დაქენსელდეს“ - ნატა ფერაძე მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში ადანაშაულებს
22-02-2024, 13:05

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, UFC-ის წარმატებულ ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, იგი აპირებს ორგანიზაციას დვალიშვილის პოსტები უთარგმნოს და გაუგზავნოს.

ფერაძის აღნიშნულ ბრალდებას, MMA Georgia N1 ფეისბუკგვერდის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა, რომელთა განმარტებით აღნიშნული კამპანია - მერაბის გასაშავებლად აგორდა.

"არსება, რომელსაც არასდროს არაფერი მნიშვნელოვანი არ უკეთებია ცხოვრებაში გარდა **ნაურისა, იმუქრება მერაბ დვალიშვილის ფეიკი მესიჯის თარგმნით და UFC-სთვის გადაგზავნით. სქრინი, რომელიც 100% არის ყალბი და მერაბის გასაშავებლად გაკეთებული.

როცა შენი ქვეყნის პრესტიჟზე წარმატებაზე, წინსვლაზეა საუბარი, შენ ამ დროს ცდილობ ადამიანს პრობლემა შეუქმნა ხარ ამაზრზენი, ქვეყნის მოძულე არსება!
მოკლედ, რაც გინდათ წერეთ, ჩვენ 100 ჯერ მეტს მივწერთ საჭირო ორგანიზაციებს და დავამტკიცებთ სიმართლეს“, - დაწერა MMA Georgia N1 ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაციამ.

მანამდე, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა.

„მანამ ბოდიშს არ მოიხდის ჰომოფობიურ გამოხტომაზე ადამიანი, კი, უნდა ყველგან გაუხსენო და შუბლზე ააკრა, სულ რომ ძვლებში დალეწოს მსოფლიო ჩემპიონატში მოწინააღმდეგე და ეს ფართიფუფერობა კი არაა, ერთადერთი სწორი და აუცილებელი საქციელია უკეთესი ცვლილებებისთვის. და არ უნდა ამას ფსევდოინტელექტუალური წიაღსვლები", - დაწერა ფერაძემ.



წყარო - digest.pia.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 266-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა